27 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ატომურ იარაღს - მორიგი მუქარა და ბირთვული საფრთხე მოსკოვიდან

დიმიტრი პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში ატომური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე რამდენჯერმე დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომ ეგზისტენციალიზმით პუტინის გატაცება, შესაძლოა მსოფლიოს ძვირი დაუჯდეს.

რა იქნება ის მიზეზიმ, რითაც რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების გამართლებას შეეცდება, ეს მხოლოდ ვლადიმერ პუტინმა იცის. იაპონელებს და უკრაინელებს კარგად ესმით, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რადიაციულ საფრთხეებს. დღეს იაპონიის პარლამენტს, რისკებზე უკრაინის პრეზიდენტი ესაუბრა.

ბირთვულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე კითხვა დღეს საკუთარ "ალმამატერში" მისულ ლავროვს "მგიმოს" სტუდენტმა დაუსვა. რუსმა დიპლომატმა ავტორს შეკითხვა მოუწონა, რადგან საკითხი მისი თქმით, ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება. თუმცა ბრძანება სტრატეგიული შეკავების ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანაზე, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ 27 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა გასცა.

სტრატეგიული შეკავების პოზიციის შეცვლას არ გეგმავენ პენტაგონში. განცხადება ვაშინგტონიდან მალევე მოჰყვა პესკოვის ინტერვიუს. ჯონ კირბიმ ბირთვული არსენალით რუსეთის გამუდმებულ მუქარას მკაცრად უპასუხა და რუსეთს ბირთვული სახელმწიფოების წინაშე არსებული პასუხისმგებლობებიც შეახსენა.

ამერიკული დაზვერვა, თვეების განმავლობაში საუბრობდა იმაზე, რომ რუსეთი უკრაინაში აუცილებლად შეიჭრებოდა - რაც სიმართლე აღმოჩნდა. ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ წარსულში აკრძალული იარაღის გამოყენების ფონზე, ის რუსეთისგან სხვა საფრთხეებსაც ელის. დღეს NATO-ს  გენერალურმა მდივანმა კი, გააჩინა მოლოდინი, რომ ალიანსის სამიტზე უკრაინისთვის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური თუ ბირთვული საფრთხეებისგან თავდასაცავად, დამატებით აღჭურვილობას მიაწვდიან. 

მსოფლიოსთან წინააღმდეგობაში მოსულმა რუსეთმა, ბირთვული ღილაკით მუქარა ომის დაწყებიდან მე-4 დღეს დაიწყო და მას შემდეგ, ამ თემით მსოფლიოს ეტაპობრივად აშანტაჟებს.

დღის ამბები