27 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო - ერთმანეთს ენმ-ისა და "ქართული ოცნების" წევრები დაუპირისპირდნენ

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავდნენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მმართველი გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ.

როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, ოზურგეთის ყოფილმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად დახარჯა და მისი მმართველობის დროს არცერთი მნიშვნელოვანი პროექტი არ განხორციელებულა.

"ნაციონალურ მოძრაობას"კი შეახსენეს, რომ მათ არჩევნებზე მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი დაუჭირეს. პასუხად კი ოპოზიციაში თქვეს, რომ შარაშენიძეს მალევე გაემიჯნენ.

ოზურგეთის საკრებულოში დაპირისპირების გამო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

დღის ამბები