რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ხერსონის საკრებულოს დეპუტატი და თეატრის დირექტორი ოლექსანდრ კნიგა გაიტაცეს - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
"მოვუწოდებთ მსოფლიო კულტურის საზოგადოებას შესაძლო და შეუძლებელი ძალისხმევა გამოიყენონ ოლექსანდრ კნიგას გათავისუფლებისთვის. ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს," - წერია უკრაინის კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.