27 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
22 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს - რა მოთხოვნები აქვს მესამე სექტორს მმართველ გუნდთან

22 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს - მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს. ამასთან, მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ იგი ერთგულია დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის.

განცხადებაში არის მოწოდება, რომლის მიხედვით მთავრობამ საზოგადოებას რეგულარულად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები იდგმება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის ადვოკატირების კუთხით, კიდევ ერთი წინადადება პრეზიდენტისა და ოპოზიციის მონაწილეობით უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ შეხვედრას ეხება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭიროა ხელისუფლების მონდომება და პოლიტიკური ნება.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიდგეთ განვითარებული მსოფლიოს და დასავლეთის გვერდით. ჩვენ, რა თქმა უნდა, სოლიდარული უნდა ვიყოთ უკრაინასთან მიმართებაში. დღეს საქართველოს აქვს უნიკალური შანსი ყველა იმ მიზანს, რომელიც გვქონდა ევროინტეგრაციის მიმართულებით მივაღწიოთ,"-აცხადებს ეკა გიგაური. 

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე კი ამბობს, რომ არჩევანი ძალიან მარტივია, ხელისუფლების ნაბიჯები და განცხადებები უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად ცალსახა უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან უკრაინის თავისუფლებაზე გადის საქართველოს თავისუფლება.

დღის ამბები