ვრცელდება სატელიტური ფოტოები, სადაც ჩანს, რომ რუსეთს სტრატეგიული აეროპორტიდან სამხედრო ავიაცია გაჰყავს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ჩორნობაივკას აეროპორტი, რომელზეც ოკუპანტების ტექნიკა უკრაინის საჰაერო ძალებმა 8-ჯერ დაბომბა, უკვე ცარიელია.
ჩორნობაივკა ქვეყნის სამხრეთით, ხერსონის ოლქში მდებარეობს. როგორც The Kyiv Independent წერს, აეროპორტს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ რუსეთის სახმელეთო ჯარები აკონტროლებენ.
ნახეთ, ასევე : პესკოვი ასახელებს მიზეზს, რა შემთხვევაშიც რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს