რუსეთის უკრაინისადმი აგრესიის შედეგები ევროპას სცდება და საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მსოფლიოში, აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
"ჰუმანიტარული საჭიროებები რეკორდულად მაღალ დონეზეა, კრემლის ომი საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მსოფლიოში სურსათის დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად ევროკავშირი 2.5 მილიარდ ევროს გამოყოფს.
„ევროკავშირი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დონორი, კიდევ უფრო გააძლიერებს დახმარებას 2024 წლამდე 2.5 მილიარდი ევროს გამოყოფით, იმისთვის, რომ დაეხმაროს რეგიონებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასურსათო დაუცველობით და ასევე, მიიღებს სპეციალურ ზომებს ევროპული საკვების წარმოების გაზრდის მიზნით“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.