27 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპი უკრაინაში მიიწვია - " მჯერა, რომ ამ ვიზიტის ორგანიზებას მოვახერხებთ"

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის ტრადიციულ მიმართვაში, რომელიც გვიან ღამით გავრცელდა, უკრაინაში არსებული ბოლო ვითარებასა და სამომავალო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტმა მარიუპოლში შექმნილ მდგომარეობასა და ჰუმანიტარულ მისიაზეც ისაუბრა და
რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიიწვია.

აქცენტი გაკეთდა ხვალისთვის დაგეგმილ ნატო-ს სამიტზეც, რომელსაც ზელენსკი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში დაესწრება.

"დღეს იყო ერთ-ერთი იმ დღეთაგანი, რომელიც უფლებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ მთელი მსოფლიო ჩვენ გვერდითაა. უკრაინაში მშვიდობის დამყარებაზე, რუსი სამხედროების მხეცურ ქმედებაზე, ჰუმანიტარულ დერეფნებზე მის უწმინდესობას, რომის პაპ ფრანცისკეს ვესაუბრე. დიდი მადლობა მას ომის საწინააღმდეგო მკაფიოდ გამოხატული პოზიციისა და უკრაინისთვის ლოცვისთვის. ვთხოვე, რომ ამ მძიმე დროში ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანდეს, მჯერა, რომ ამ ვიზიტის ორგანიზებას მოვახერხებთ. 

უკრაინისთვის მთავარი უსაფრთხოების გარანტიებია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი მეზობლებისთვის. უკრაინის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისთვის მყარი კედელია," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები