27 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა მარიუპოლისკენ მიმავალი მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი 11 ავტობუსი დააკავეს

მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში, დაბომბვების შედეგად ქვეყნის არაერთ ქალაქში ამ დრომდე ხანძარია. მასთან გამკლავება განმეორებითი იერიშისა და ქუჩაში მიმდინარე ბრძოლების გამო ვერ ხერხდება სუმის ოლქის ქალაქ ტროსტიანეცში. ქალაქის ხელმძღვანელობა მოუწოდებს მოქალაქეებს, დარჩნენ თავშესაფრებში, რადგან ოკუპანტები ქუჩებში მშვიდობიანი მოსახლეობას ესვრიან.

უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას ოკუპანტების მიერ მარიუპოლისკენ მიმავალი მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი 11 ავტობუსი ხელში ჩაგდების შესახებ.
ქვეყნის ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ავტობუსები რუსულ საგუშაგოზე მანგუშის მახლობლად, მარიუპოლიდან 15 კილომეტრში დააკავეს.

ცნობილი ხდება იმ ზარალის შესახებაც, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილს მიაყენეს. საუბარია 6 მილიონი ევროს ღირებულების ლაბორატორიაზე, რომელიც ატომური ელექტროსადგურის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით გაძარცვული და განადგურებულია.

დღის ამბები