საქართველოს პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ჟოზეფ ბორელს ესაუბრა, ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს.
"ვესაუბრე ჟოზეფ ბორელს, ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციისა და უსაფრთხოების შესახებ, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ.
მადლობელი ვარ ვიცე-პრეზიდენტ ბორელის მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ," - წერს სალომე ზურაბიშვილი.