27 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
კიევში 36-საათიანი კომენდანტის საათი მოქმედებს და დივერსანტებს აკავებენ - ქალაქის მეტროში სასულიერო პირის ფორმაში გადაცმული პირი დააკავეს

კიევში დღეს რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა იყო. უკრაინის მხარე აცხადებს, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემებმა რუსული რაკეტები გაანადგურეს, მათი ფრაგმენტები კი მდინარეში ჩაცვივდა.

დედაქალაქში 36-საათიანი კომენდანტის საათი მოქმედებს. მოქალაქეებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ. არ მუშაობს მაღაზიები აფთიაქები და ბენზინგასამართი სადგურები.

კიევში სადაც თითქმის გამუდმებით ისმის საჰაერო განგაშის სიგნალის ხმა "კურიერის" გადამღები ჯგუფი მუშაობას აგრძელებს.

როგორც "კურიერის" ჯგუფი ადგილიდან იუწყება, კიევში დაკავებული იქნა რამდენიმე დივერსიული ჯგუფი, მათ შორის დაკავება მოხდა კიევის მეტროშიც, სადაც სასულიერო პირის ფორმაში გადაცმულმა პირმა, თავი დაზარალებულად წარმოადგინა და თავშესაფარს ითხოვდა. მის ტელეფონში აღმოჩენილი იქნა ფოტო და ვიდეომასალა, რომელშიც ასახული იყო სტრატეგიული ობიექტები. მას ჰქონდა გადაღებული, თუ როგორ იცავენ ამ ობიექტებს და სად არიან უკრაინელი სამხედროები. დაკავებული უკვე გადაყვანილია კიევის პოლიციის ერთ-ერთ სამმართველოში.

შესაძლებელია იმის თქმა, რომ დღეს რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან უკრაინის დიდი ქალაქების მისამართით ყველაზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული.  იბომბება კიევის ოლქიც. ამ ოლქში შემავალ 4 სოფელში კი თითქმის ჰუმანიტარული კატასტროფაა, რადგან გზას რომლითაც ამ სოფლისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებაა შესაძლებელი, რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ და ესვრიან ყველა მანქანას, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანებსაც.

დღის ამბები