27 ნოემბერი 2024,   20:57
ვრცლად
შავ ზღვაში ნაღმები ტივტივებენ - ნაოსნობა სახიფათო ხდება

შავ ზღვაში ნაოსნობა სახიფათო ხდება - ბულგარეთისა და რუმინეთის საზღვაო სამსახურები ზღვაში მოტივტივე ნაღმებზე ავრცელებენ განცხადებებს. როგორც ბულგარული და რუმინული პრესა იუწყება, უამინდობის გამო ოდესის პორტის დაცვის მიზნით განთავსებული ნაღმები ღუზებს მოწყდა და შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში უკონტროლოდ ტივტივებენ.

თურქეთი შავ ზღვაში შემოსულ გემებს რუსული არმიის მიერ განთავსებული ნაღმების თაობაზე აფრთხილებს. საზღვაო ნაღმები ოდესიდან ბოსფორამდეა განთავსებული. ნაღმების არსებობას რუსეთიც ადასტურებს, თუმცა მის განთავსებაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს. მოსკოვის მტკიცებით, ასობით ნაღმი შავი ზღვის სამხრეთ რეგიონში შტორმის გამო მოხვდა.

საფრთხის შესახებ თურქეთის ხელისუფლება აფრთხილებს მათ, ვინ დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებით სარგებლობენ.




ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები