დრო მიდის, კადრები კი რჩება, ლვოვის მთავარ მოედანზე დადგმული ცარიელი ეტლები და მარიუპოლის სამშობიაროდან გამოყვანილი ფეხმძიმე ქალი - ომის სტატისტიკამ და რუსული აგრესიის 27-მა დღემ ისტორიას უკვე დაუტოვა ის დასამახსოვრებელი კადრები, რომლებიც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის მთავარი მტკიცებულებები იქნება.
ომის ისტორიას სამუდამოდ დარჩება თავშესაფარში მყოფი ბავშვები, ასევე, ირპენის ხიდის ქვეშ შეფარებული 100-ობით მოქალაქე. კადრები, რომლებიც მხოლოდ ფოტოები არ არის, ეს არის მტკიცებულება რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უკვე მხილებულია ომში ჩადენილ სისასტიკეში და რომელიც აუცილებლად გასამართლდება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებებისთვის.