27 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ვრცელდება აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის, რომ რუსი ჯარისკაცები შეშინებულები არიან - "ასეთი რამ ჩეჩნეთშიც კი არ ყოფილა!"

რუსმა სამხედროებმა, რომლებიც გენერალ იაკოვ რიაზანცევის დაქვემდებარებაში, მიკოლაივთან არიან დისლოცირებული, მარცხი განიცადეს და ალყაში იმყოფებიან, Unian-ის ინფორმაციით, ამას ადასტურებს ოკუპანტების საუბარი, რომელიც უკრაინის სამხედრო ძალებმა მოიპოვეს. 

ოკუპანტები იხსენებენ, რომ ომის მეოთხე დღეს გენერალი მათ დაჰპირდა, რომ ყველაფერი რამდენიმე საათში დასრულდებოდა, თუმცა უკვე კვირების განმავლობაში გრძელდება. 

ისინი აღნიშნავენ, რომ არ აქვთ კარვები, ცხოვრობენ სანგრებში, რომლებიც თავად გათხარეს. პირადი შემადგენლობის 50%-ს მოყინული აქვს ფეხები, თუმცა მათ მკურნალობას არავინ აპირებს.

"ასეთი რამ ჩეჩნეთშიც კი არ ყოფილა!" - ამბობს ერთ-ერთი რუსი სამხედრო. 

კიდევ ერთი პირი კი ჰყვება, რომ რუსულმა თვითმფრინავმა ბომბები საკუთარი პოზიციების მიმართულებით ჩამოყარა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები