27 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ეროვნულ გალერეაში ზაალ ბაჩანაშვილის გამოფენა "თეთრი წრე" გაიხსნა - გამოფენის გახსნას თეა წულუკიანი დაესწრო

ეროვნულ გალერეაში ზაალ ბაჩანაშვილის გამოფენა "თეთრი წრე" გაიხსნა. გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო. 

ბაჩანაშვილის გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი 70-მდე ფერწერული ტილო, რომელთა ხილვის შესაძლებლობა დამთვალიერებლებს 12 აპრილამდე ექნებათ. მხატვრის განმარტებით, თავისი ნამუშევრებით ის უკრაინელებს მხარდაჭერას უცხადებს.

დღის ამბები