27 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
პუტინის მოწინააღმდეგეს, რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - ის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაჰყავთ

მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის 9 წელი პატიმრობა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. გარდა ამისა, სასამართლომ ნავალნის 1,2 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. სასამართლო სხდომა პოკროვსკაიას მე-2 კოლონიაში გაიმართა, სადაც ნავალნი ე .წ. "ივ როშეს" საქმეზე იხდის 2.5-წლიან სასჯელს.

მოსამართლე მარგარიტა კოტოვამ ოპოზიციონერი დამნაშავედ სცნო "თაღლითობის" და სასამართლოს "შეურაცხყოფის" საქმეზე.

ბრალდების მხარე ნავალნისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 2 წლით თავისუფლების შეზღუდვას ითხოვდა. ოპოზიციონერის დაცვა კი დაჟინებით მოითხოვდა გამართლებას და მიუთითებდა ნავალნის ქმედებებში დანაშაულის არარსებობაზე.

განაჩენს გამოეხმაურა თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსიც:

"9 წელი. ისე, როგორც ჩემი საყვარელი სერიალის "The Wire" გმირები ამბობდნენ: "You only do two days. That’s the day you go in and the day you come out".

მაისურიც კი მქონდა ამ სლოგანით, მაგრამ ციხის ხელმძღვანელობამ ის ჩამომართვა, რადგან წარწერა ექსტრემისტულად მიიჩნია," - წერს ნავალნი ტვიტერზე.

დღის ამბები