დაპირისპირება მარტვილის ბალდის მონასტერში - ტაძარში მისულ ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს განკვეთილი სასულიერო პირები შეძახილებით დახვდნენ. ისინი ჭყონდიდის მიტროპოლიტს რამდენიმე საათის განმავლობაში ტაძარში არ უშვებდნენ და ტაძრის კარები ჩაკეტილი ჰქონდათ.
მანამდე ტაძრის ეზოში სიტუაცია ჩოხოსნებსა და განკვეთილ ბერებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა.
მოგვიანებით, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები გამოიძახეს. სავარაუდოდ სწორედ მათ გახსნენ ეკლესიის კარები.
ამ წუთებში ბალდის მონასტერში წირვა უკვე დაწყებულია და მას მიტროპოლიტი სტეფანე აღავლენს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.