უკრაინის პრეზიდენტმა იტალიის პარლამენტს სიტყვით მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის საკანონმდებლო ორგანოდან მთელ მსოფლიოს მოუწოდა, რომ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად, ყველაფერი გააკეთონ.
"მე გასულ კვირას როცა იტალიელებს მივმართე, მაშინ 79 ბავშვი გვყავდა დაღუპული ახლაც მოგმართავთ და გეუბნებით რომ 117 ბავშვი დაიღუპა. ეს არის რუსეთის შედეგები. მილიონობით ლტოლვილი, ათასობით დანგრეული სახლი და განადგურებული ცხოვრება. ეს ხდება 2022 წელს. სამოქალაქო პირებს ქუჩებში მარხავენ და ეს 2022 წელს ხდება. ყოველ დღე მეტი ადამიანი მოკვდება და სამწუხაროდ ეს ციფრები საბოლოოა არაა. რუსეთი სამწუხაროდ გააგრძელებს თავდასხმაა. რუსეთის რაკეტებისგან სამუდამოდო განადგურდა არაერთი ქალაქი, მათ შორისაა მარიუპოლი. ეს ისეთი ქალაქია, როგორიც თქვენთან გენუა. მარიუპოლში ნანგრევების გარდა უკვე აღარაფერია. ხალხი ცდილობს გაქცევს ავტობუსებით, მანქანებით, ფეხით. კიევი ჩვენი ძლიერი დედაქალაქი რომელიც ჩვენთვის ისეთივეა როგორიც თქვენთვის რომია. კიევს ისტორიის განმავლობაში ბევრი სასტიკი ომი ახსოვს.
ბომბები ცვივა ყოველდღე. სამიზნე მხოლოდ უკრაინა არაა არამედ მთელი ევროპა. უკრაინა ჭიშკარია და მას თუ გაარღვევენ თქვენამდეც მოვლენ. ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ჩვენ უნდა აღვადგინოთ უკრაინა იტალიასთან ერთად, ევროკავშირთან ერთად,"- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.