27 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
ალექსეი ნავალნი დამნაშავედ ცნეს - რუსი ოპოზიციონერს დამატებით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დამნაშავედ ცნეს. რუსული სააგენტო ТАСС-ის ცნობით, ნავალნის თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით, დამატებით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამომძიებლებმა ნავალნი რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების შემოწირულობების მითვისებაში დაადანაშაულეს, რომლებიც მის პოლიტიკურ ორგანიზაციებს გადაეცა.

ნავალნი ამჟამად 2 წელიწადნახევრიან სასჯელს იხდის ციხეში. იგი 2021 წლის თებერვალში ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებისთანავე დააკავეს.

როგორც თვითონ აცხადებდა, განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მისი დაპატიმრების შემდეგ, ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი მთელი ქვეყნის მასშტაბით "ექსტრემისტულად" გამოცხადდა და დაიხურა. თვითონ ნავალნი და მისი თანაშემწეები ექსტრემისტებად გამოაცხადეს.

დღის ამბები