27 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
რუსული ძალები უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადიან, ამერიკა ეხმარება უკრაინას ამ მტკიცებულებების შეგროვებაში - პენტაგონი

ვაშინგტონი, უკრაინისთვის "შორი მანძილის საჰაერო თავდაცვის" სისტემის მიწოდებაზე აქტიურ კონსულტაციებში მონაწილეობს. პენტაგონის პრესსპიკერი ამბობს, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. მისივე განცხადებით, რუსული ძალები უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადიან და ამერიკა ამ მტკიცებულებების შეგროვებას ხელს უწყობს.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ აშკარა მტკიცებულებებს, რომ რუსული ძალები უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადიან, ჩვენ ვეხმარებით ამის მტკიცებულებების შეგროვებაში. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესები, რომლებიც გაგრძელდება და ჩვენ ვაპირებთ ამ საგამოძიებო პროცესის ხელშეწყობასა და მასში წვლილის შეტანას. რაც შეეხება იმას, თუ რა გამოვა აქედან, ეს არ არის პენტაგონის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი.

ვხედავთ, რომ რუსები გაურკვევლობაში არიან, ისინი იმედგაცრუებულები არიან, ადგილზე თავიანთ ბევრ მიზანს ვერ მიაღწიეს და იმის გამო, რომ ისინი არსებითად ჯერ კიდევ შეჩერებულები არიან კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვის გარეთ და სხვა მრავალი ადგილიდან, ისინი აძლიერებენ იმას, რასაც ჩვენ აქ პენტაგონში შორიდან დაბომბვას ვუწოდებთ. იქნება ეს ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები და საარტილერიო ცეცხლი, ისინი ქალაქებს დანებებას აიძულებენ. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელებისთვის არა მხოლოდ მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას, არამედ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას უფრო შორი მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველსაყოფად,"- აცხადებს პენდაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი

დღის ამბები