უნგრეთი უარს ამბობს სანქციებზე, ის არ დაუჭერს მხარს შეზღუდვებს, რომლებიც ქვეყანაში ენერგორესურსების მიწოდებას საფრთხეს შეუქმნის.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრიუსელში გამართული მინისტერიალის შემდეგ განაცხადა, რომ უნგრეთისთვის ენერგორესურსების მიწოდებაზე სანქცია წითელი ხაზია, ამიტომ მოუწოდა კოლეგებს არ წარადგინონ ინიციატივები რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ, რადგან ასეთი გადაწყვეტილება ევროპის ერთიანობას არ განაპირობებს.
"ჩვენ უკრაინაში ომის საფრთხის ახალ განზომილებაში შევედით, ამიტომ გვჭირდება უფრო მკაცრი და მკაფიო ნაბიჯები უნგრეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია.
რუსეთის ენერგომატარებლების წინააღმდეგ ევროკავშირის შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით შეთანხმება დიდი ალბათობით არ იქნება მიღწეული.
ჩვენ მხარს არ დავუჭერთ სანქციებს, რომლებმაც შესაძლოა, უნგრეთში ენერგორესურსების მიწოდებას საფრთხე შეუქმნას. ზოგიერთი ქვეყანა დამოკიდებულია რუსულ ენერგომატარებლებზე. ჩვენ ამას გასართობად არ ვაკეთებთ. ენერგორესურსების მიწოდება არ არის ფილოსოფიური ან იდეოლოგიური საკითხი, ეს არის ფიზიკური, მათემატიკური საკითხი,"- აცხადებს