27 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
სანქციათა მეხუთე პაკეტი - ევროპა რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებაზე მუშაობს

ევროპა რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებაზე მუშაობს. მზადდება სანქციათა მეხუთე პაკეტი, სავარაუდოდ განიხილება რუსული ნავთობს ემბარგო. ამ საკითხს ევროპელი ლიდერები შეერთებული შტატების პრეზიდენტთანაც განიხილავენ, რომელიც ბრიუსელში ამ კვირაში ჩავა.

"ენერგოსექტორზე საუბარი გარდაუვალია. ჩვენი განხილვის თემა ნავთობია, რადგან რუსეთის ბიუჯეტისთვის ეს უდიდეს შემოსავალს წარმოადგენს. ყველა მესამე ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთს დაეხმარება უნდა იყოს ნათელი გზავნილი, რომ იგივე სანქციები შეიძლება დაუწესდეს მათაც. ვფიქრობ, ჩვენ სანქციების ახალ ეტაპში შევდივართ. არცერთ ქვეყანას, ევროკავშირს არასდროს დაუწესებია ასეთი მასშტაბის სანქციები, როგორიც ახლა დაწესდა. აქედან გამომდინარე, უნდა გვქონდეს ინსტიტუცია, რომელიც სანქციების საკითხზე იქნება ფოკუსირებული, დააკვირდება, განახორციელებს და აღასრულებს მთელ პროცესს, მას შემდეგ რაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული," - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც აცხადებს, რომ ევროპა კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას აპირებს და იმედს გამოთქვამს, რომ აზრთა სხვადასხვაობა დაძლეული იქნება:

"მაგიდაზე დევს მკაცრი სანქციები, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ენერგეტიკის მიმართულებით ამ სანქციებს, რადგან როცა ჩვენ რუსეთისგან ენერგო რესურსებს ვიღებთ, ჩვენ ამით მათ ვაფინანსებთ, ეს კი უნდა შეწყდეს. ამ საკითხზე ჩვენ პრეზიდენტ ბაიდენს გავესაუბრებით. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირში დაძლეული იქნება აზრთა სხვადასხვაობა და ერთად ვიპოვით კომპრომისს, ასევე გზებს თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში," - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კორჩოკმა.

დღის ამბები