"ნუ აფინანსებთ რუსეთის ომის მანქანას"- უკრაინის პრეზიდენტი ევროპისგან მოქმედებას ითხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო მიმართვაში გერმანელებს მოუწოდა, უარი თქვან რუსულ ენერგორესურსებზე და დახურონ პორტები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში საჰაერო განგაშის ხმაც ჩართო და თქვა, რომ ეს ხმა უკრაინელებს საათობით ესმით. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იქვე აღნიშნა, რომ მშვიდობის დამყარება ევროპის მოქმედებების გარეშე შეუძლებელია.
"გერმანელებო, თქვენ ძალა გაქვთ. ევროპას ყველა რაკეტასა და ტანკზე უფრო დიდი ძალა აქვს, თქვენთან ვაჭრობის, თქვენი კომპანიებისა და ბანკების გარეშე რუსეთს ამ ომისთვის ფული აღარ ექნება. გთხოვთ, ნუ დააფინანსებთ რუსეთის სამხედრო მანქანას. არცერთი ევრო ოკუპანტებს, ჩაკეტეთ ყველა თქვენი პორტი, ნუ გაყიდით საქონელს, უარი თქვით რუსულ ენერგორესურსებზე, გაუშვით რუსეთი უკრაინიდან. მე ვიცი, მჯერა, რომ მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის თვენი მოქმედებაა საჭირო. არ მისცეთ რუსეთის ომს არცერთი შანსი, იმოქმედეთ, რომ მშვიდობა დამყარდეს," - განაცხადა ზელენსკიმ.