27 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციების გაფართოებას აპირებს - პარალელურად, დაიწყო საუბარი უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზეც

ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციების გაფართოებას აპირებს. ამჯერად, ის რუსულ ენერგომატარებლებს ეხება. მეხუთე პაკეტში, რომელიც ჯო ბაიდენის ბრიუსელში ვიზიტისას უნდა განიხილონ, შესაძლოა, მთავარი რუსული ნავთობის ემბარგო გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთადერთი, ვინც ამ დროისთვის თავს იკავებს, გერმანიაა.

ბრიუსელში დღეს ცალ-ცალკე შეიკრიბნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. ერთი მიმართულება სანქციებისა და ლტოლვილების განთავსებაა, მეორე კი სამხედრო დახმარება.

არ არის გამორიცხული, ევროკავშირმა რუსულ გემებს საკუთარი პორტებიც ჩაუკეტოს. მოგვიანებით ბრიუსელში უკვე გაფართოებული შეხვედრა შედგა, სადაც ევროკავშირის მომავალი 10 წლის სტრატეგიული გეგმა განიხილეს.
"სტრატეგიული კომპასი"- ასე ჰქვია დოკუმენტს - რომელიც ერთდროულად მოიცავს რუსეთის იზოლირებას და უკრაინის შეიარაღებას.

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის უკვე ლეტალური იარაღის მიწოდებაზეც ფიქრობს.


 
დღის ამბები