27 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
როდის გამოიდარებს საქართველოში - უამინდობამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

საქართველოში უკვე 1 კვირაა თოვს. თბილისის ზოგ უბანში თოვლის სიმაღლე ნახევარი მეტრია. საცობებია მთავარ გამზირებზეც. თოვლმა პრობლემები შექმნა დედაქალაქის შემოგარენშიც. მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლა გართულდა წყნეთსა და კოჯორში. გზებზე მიმოსვლა გართულდა თელავის რეგიონში, მცხეთასა და ბოლნისშიც.

მეტეოროლოგების პროგნოზით, უხვი ნალექი და ძლიერი თოვლი აღმოსავლეთ საქართველოში კიდევ 5 დღის განმავლობაში არის მოსალოდნელი. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თვის ბოლოს გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. 
 
 
 
დღის ამბები