27 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ყველაზე მოკლე მე-5 რაუნდი და დიპლომატიური გადაწყვეტილების გარეშე დარჩენილი მხარეები - როდის გადაინაცვლებს მოლაპარაკება უკრაინა-რუსეთის პრეზიდენტების დონეზე

დღეს მოლაპარაკების ყველაზე მოკლე რაუნდი იყო. რუსული და უკრაინული დელეგაციების ონლაინ შეხვედრამ მხოლოდ საათნახევარი გასტანა. პროცესი კვლავ სამუშაო ჯგუფებში ინაცვლებს, თუმცა არცერთი ახალი დეტალი არ საჯაროვდება. არის ეჭვი, რომ მოსკოვი პროცესს ჯარების გადაჯგუფებისა და რეზერვების შევსებისთვის აჭიანურებს. ამაზე მეტყველებს პესკოვის დღევანდელი განცხადებაც, რომელმაც
ნაადრევი უწოდა პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრას. ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანი აცხადებს, რომ მხარეებს ჯერ "საშინაო დავალებაც" კი არა აქვთ შესრულებული.

ერთადერთი სიახლე დღეს საღამოს, შუამავალი თელ-ავივის მხრიდან გავრცელდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი აცხადებს რომ რუსები აღარ ცდილობენ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაყენებას და უკრაინის სრულ დემილიტარიზაციას, ხოლო კიევმა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი უკან დახია.

ამასთან დღესვე ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთის მხრიდან არანაირ ულტიმატუმს არ მიიღებს. "ჩვენ შევძლებთ ულტიმატუმის შესრულებას მხოლოდ მაშინ, როდესაც აღარ ვიქნებით" - აცხადებს უკრაინის ლიდერი.

დღის ამბები