პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპულ საზოგადოებრივ მაუწყებლებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ულტიმატუმებს ვერ შეასრულებს.
ინტერვიუს ფრაგმენტი Suspіlne-მა გამოაქვეყნა.
"უკრაინას არ შეუძლია რუსეთის ფედერაციის ულტიმატუმის შესრულება. ჩვენ ყველა უნდა გაგვანადგურონ და მაშინ მათი ულტიმატუმიც შესრულებული იქნება. მაგალითად ხარკოვის მიცემა, მარიუპოლის ან კიევის. არც ხარკოველებს, არც მარიუპოლელებს, არც კიეველებს და არც მე, პრეზიდენტს, ამის გაკეთება არ შეგვიძლია,"- განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
უკრაინა უკვე 26-ე დღეა რუსეთის სამხედრო აგრესიას უმკლავდება. რუსეთმა უკრაინის თითქმის ყველა დიდი ქალაქი დაბომბა, დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, განსაკუთრებით ბავშვებში. გასულ ღამეს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ულტიმატუმი იქნა წამოყენებული, რომ ქალაქ მარიუპოლში უკრაინელი მებრძოლები დანებებოდნენ, თუმცა მათგან უარი მიიღეს და ბრძოლა კვლავ გრძელდება,