27 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
"ეს არის უკრაინის მხარდამჭერი გზავნილი, მაგრამ არცერთი მთავრობის პოზიციასთან კავშირი არ აქვს" - ვინ მოაწერა ხელი საქართველოდან უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესახებ დოკუმენტს

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, დღეს 13-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე. ხელმომწერ ქვეყანათა შორის არის საქართველოც.

სტეფანჩუკმა ქვეყნებს გამოწვევებით სავსე პერიოდში უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 
 
"ეს არის პოლიტიკური გზავნილი უკრაინის მხარდამჭერი, მაგრამ არცერთი მთავრობის პოზიციასთან ამას კავშირი არ აქვს"- ასე ეხმაურებიან ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობაში. ”ქართული ოცნების” წევრი გიორგი ხელაშვილი აცხადებს, რომ ხელმომწერები სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები არიან, მათ შორის, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან. საქართველოს შემთხვევაში კი დოკუმენტს პირადი ინიციატივით ხელი მოაწერა ოპოზიციონერმა გრიგოლ ვაშაძემ.
 
"ყველა ხელმომწერი არის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელი - ზოგი მაღალი თანამდებობის პირი, ზოგი ოპოზიციიდან, ზოგი ხელისუფლებიდან; საქართველოს შემთხვევაში, პირადი ინიციატივით, ამას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა. დოკუმენტი, საქართველოს შემთხვევაში, არის პირადად ვაშაძის ინიციატივა, ეს არის უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკური გზავნილი, მაგრამ არცერთი მთავრობის პოზიციასთან ამას საერთო არ აქვს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც," - აცხადებს ხელაშვილი. 
 
დღის ამბები