27 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
"მსგავსი განცხადებები რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს რღვევის პირას აყენებს" - პუტინის შესახებ ბაიდენის განცხადებების გამო აშშ-ის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში დაბარებულ აშშ-ის ელჩ ჯონ სალივანს საპროტესტო ნოტა გადასცეს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდებოდა.

ლავროვის უწყების განცხადებით, საპროტესტო ნოტაში ხაზგასმულია, რომ "ასეთი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწისგან, მსგავსი უღირსი განცხადებები რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს რღვევის პირას აყენებს." ასევე არის გაფრთხილება, რომ რუსეთის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს გადამწყვეტი და მტკიცე უკუპასუხი მოჰყვება.

რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ელჩთან აქტუალური ორმხრივი საკითხების განხილვისას მკაცრად იქნა დასმული, აშშ-ში რუსეთის დიპლომატიური მისიების ნორმალური სამუშაო პირობების, მათ შორის შეუფერხებელი ფუნქციონირების გარანტიების უზრუნველყოფის საკითხი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ ვლადიმირ პუტინი ჯერ "ომის დამნაშავედ" მოიხსენია, შემდგომ კი მას "სისხლიანი დიქტატორი" და "პირწავარდნილი ავაზაკი" უწოდა. 

დღის ამბები