იუსტიციის სამინისტროს ელექტრონულ სამართლებრივ ბაზა "ჰეინონლაინზე" შეუზღუდავი წვდომა ექნება. სამინისტროში განმარტავენ, რომ წამყვან ინგლისურენოვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული უახლესი კვლევები და საერთაშორისო პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილებები უწყების თანამშრომლებისათვის ხელმისაწვდომი გახდა.