27 ნოემბერი 2024,   20:58
ვრცლად
არჩევნები 2024 წელსაა და მოემზადონ, მ​ანამდე ეს ყველაფერი მხოლოდ არეულობის მოსაწყობად არის გამიზნული - შალვა პაპუაშვილი ხელისუფლების ცვლილებაზე

შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილს 2024 წლამდე მოცდას ურჩევს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამჟამად ხელისუფლების შეცვლის არანაირი წინაპირობა არ არის, მომავალი არჩევნები კი, 2024 წელსაა და უმჯობესია ოპოზიცია ამისთვის მოემზადოს.

"არანაირი წინაპირობა არ არის, ეს ის სურვილებია, რასაც ვხედავთ. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" გაცხადებული სურვილი. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, მათ შორის საერთაშორისო მედიებში ჩართვისას, ვნახეთ, როგორ აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი არის "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოცილება. არჩევნები არის 2024 წელს, მოემზადონ 2024 წლისთვის, მანამდე ეს ყველაფერი მხოლოდ არეულობის მოსაწყობად არის გამიზნული,"- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, შემდეგ კი უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები.

დღის ამბები