27 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა ბათუმში - ღონისძიებას თორნიკე რიჟვაძეც დაესწრო

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქ. ბათუმის N26 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც გამოფენა მოეწყო.

სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 65 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის, 7 დაუნის სინდრომის მქონე მოზარდია. ბავშვებისათვის შექმნილია სპეციალური სწავლების პროგრამა. მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო. წარმატებულია თექის, ხატვისა და ბატიკის შემსწავლელი ჯგუფი.

დღის ამბები