27 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
საქართველოს წითელი ჯვარი უკრაინის წითელ ჯვარს ჰუმანიტარული დახმარების 40 ტონაზე მეტ ტვირთს გადასცემს

საქართველოს წითელმა ჯვარმა უკრაინაში დაზარალებული ხალხის ჰუმანიტარულ საჭიროებებზე გადაუდებელი რეაგირებისთვის მთელი რიგი საქმიანობები განახორციელა და მიმდინარე კვირას უკრაინის წითელ ჯვარს ჰუმანიტარული დახმარების 40 ტონაზე მეტ ტვირთს გადასცემს.

ამ ეტაპზე, განხორციელებული დონაციით 1 887 322 ლარი (USD 565 275) უკვე გადარიცხულია უკრაინის წითელ ჯვარში.

საქართველოს წითელი ჯვარი აქტიურად მუშაობს ბიზნეს სექტორთან, როგორც თანხის შემოწირულობის, ასევე ჰუმანიტარული პროდუქტების მიღების მიზნით. საქართველოს წითელ ჯვარს მუდმივი კონტაქტი აქვს უკრაინის წითელ ჯვართან და შესაბამისად, ინფორმირებულია მათი საჭიროებების შესახებ. აქედან გამომდინარე, შემუშავებულია პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების სხვა ნივთების ჩამონათვალი, რომლის გაგზავნა უზრუნველყოფილია საქართველოს წითელი ჯვრის მიერ.

დღის ამბები