უკრაინა-რუსეთის ოფიციალურ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები საათნახევარს გაგრძელდა - ინფორმაციას მედია უკრაინული დელეგაციის წევრის, დავით არახამიას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"შეხვედრა უკვე გაიმართა. 10:30-დან 12:00-მდე ოფიციალური დელეგაცია იყო. შემდგომ უკვე შეხვედრა სამუშაო ჯგუფებმა განაგრძეს. დღეს მთელი დღის განმავლობაში ვიმუშავებთ," - განაცხადა ზელენსკის თანაგუნდელმა.
დამატებითი ინფორმაცია მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
მოლაპარაკებები უკრაინა-რუსეთის დელეგაციებს შორის ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს.