27 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
კიევში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ

რუსეთ-უკრაინის ომის 26-ე დღე - არსებული ინფორმაციით, კიევში, პოდოლსკის რაიონში მორიგი იერიშისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, არიან დაშავებულები. მთელი ღამის განმავლობაში მაშველები 1 500 კვადრატულ მეტრზე გავრცელებულ ხანძარს აქრობდნენ. 

როგორც "კურიერის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ ეტაპზე აფეთქების ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ, რადგან ადგილზე აუფეთქებელი ნაწილები ჯერაც რჩება.

მაშველები ცდილობენ ადამიანების ნანგრევებიდან გამოყვანას, დარჩენილია მცირე ცეცხლის კერებიც.

ადგილობრივები "კურიერთან" აცხადებენ, რომ შემთხვევა კიევში აფეთქების ყველა მძლავრი ტალღა იყო.

"დარტყმა ისეთი ძლიერი იყო რომ ავეჯი გარეთ გადმოიყარა. ყველაფერი განადგურდა, თქვენც ხედავთ რა ვითარებაა," - აცხადებს ადგილობრივი. 

დღის ამბები