27 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს, ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს, ქართული ჟურანალისტიკის დღეს ულოცავს- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით," ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგად მედიის თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

"ყველა ჟურნალისტს, ტელე, რადიო, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის თითოეულ წარმომადგენელს გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს.

პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული, მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიული სტანდარტების დამოუკიდებელი მედია არსებითია დემოკრატიის ხარისხისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.

ჩვენი ხელისუფლება გარანტად უდგას თავისუფალ, პლურალისტულ მედიაგარემოს. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით," ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგად მედიის თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამ მხრივ საქართველო დღეს რეგიონში უდავო ლიდერია. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ქართული მედია-სივრცის განვითარებისთვის,"- წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები