რუსეთის არმია იერიშს განაგრძობს. უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკში დაბომბვების შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა 5 ადამიანი.
თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვსა და ლუჰანსკში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსი სამხედროები მიკოლაივში შესვლას ცდილობენ. ვიცე-პრემიერის თქმით, ხარკოვში კონტაქტი დაიკარგა ჰუმანიტარული დახმარების 5-თ მძღოლსა და ერთ ექიმთან.
ვრცელდება ინფორმაცია, რუსი ოკუპანტების მიერ საპორტო ქალაქ ბერდიანსკიდან 5 ხომალდის გატაცების შესახებ. გემებზე რამდენიმე ათეული ათასი ტონა ხორბალი იყო.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით კი განადგურებულია რუსი ოკუპანტების თვითმფრინავი, ორი ფრთოსანი რაკეტა და ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი.