აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პარასკევს პოლონეთში ჩავა, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას შეხვდება.
"პრეზიდენტი განიხილავს, თუ როგორ პასუხობს აშშ, მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა შექმნა," - განაცხადა ფსაკიმ.