27 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა დღეს ონლაინფორმატში გაგრძელდება

უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა დღეს იგეგმება. ეს რიგით უკვე მეხუთე რაუნდია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი მედიასთან აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს დილით, ონლაინფორმატში გაგრძელდება.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით CNN-თან ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, თუმცა აქვე განაცხადა, რომ თუ მოლაპარაკების მცდელობა წარუმატებელი იქნება, ეს, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავდეს.

დღის ამბები