სუმში, ქიმიურ საწარმო "სუმხიმპრომში" ამიაკმა გაჟონა, ინფორმაციას "უნიანი" ავრცელებს. ამ დროისთვის, დაბინძურების ზონა, დაახლოებით, 5 კმ-ა.
"ადგილზე მუშაობენ ავარიული ბრიგადები. სუმისთვის, ამჟამად, რისკი არ არსებობს, ქარის მიმართულება არ არის ქალაქისკენ," - წერს სუმის ადმინისტრაციის თავმჯდომარე, დმიტრი ჟივიცკი საკუთარ ტელეგრამარხზე, თუმცა, მისივე თქმით, ამიაკის გაჟონვა საფრთხეს უქმნის სოფელ ნოვოსელიცას.