27 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
რუსეთში მედიკამენტებს პანიკურად იმარაგებენ - კომპანიების ნაწილმა, რუსეთს გარკვეული მედიკამენტების ექსპორტი შეუჩერა

რუსეთში მოქალაქეებმა წამლების მომარაგება მასობრივად დაიწყეს. საზოგადოებაში მკურნალობის გარეშე დარჩენის და მედიკამენტების ამოწურვის შიში გაჩნდა. ყიდულობენ საჭირო და უკვე არასაჭირო აბებსაც, ექიმების დანიშნულების გარეშეც, რომელიც ამ ეტაპზე არ სჭირდებათ ან საერთოდ არასდროს გამოუყენებიათ. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეების დამშვიდებას ცდილობს და ამბობს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

რუსეთის მოქალაქეების პანიკის საფუძველი ფარმაცევტული კომპანიების გადაწვეტილება გახდა. ბიზნესმა რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო დასაჯა - აშშ-დან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან და დიდი ბრიტანეთიდან დაახლოებით 10-მდე ფარმაცევტულმა კომპანიამ რუსეთს გარკვეული მედიკამენტების ექსპორტი შეუჩერა. შეაჩერეს დამატებითი ინვესტიციებიც და სარეკლამო კამპანიებიც. მათ შორის კომპანია "ფაიზერია," რომელიც პარტნიორ ბინოტექთან ერთად რუსეთში ყველა დაგეგმილ ინვესტიციას და კლინიკურ კვლევას აუქმებს. იგივე გადაწვეტილება Johnson & Johnson-მაც მიიღო.

რუსულ ბაზარზე ამ ეტაპზე მხოლოდ კრიტიკულად საჭირო წამლები, კიბოს სამკურნალო ან დიაბეტისთვის​​ საჭირო პრეპარატები დარჩება, თუმცა კომპანიების გადაწყვეტილებით, რუსეთიდან მიღებულ მოგებას მთლიანად უკრაინელ ხალხს, ჰუმანიტარული დახმარების სახით გადაურიცხავენ.

მედიკამენტების გარეშე რჩება რუსული ესთეტიკური მედიცინაც. ბიოფარმაცევტულმა მწარმოებელმა პროდუქციის მიწოდებაზე რუსეთს უარი უთხრა და შეუჩერა. სახის მოვლის პროცედურების, მათ შორის, ბოტოქსის გაკეთება ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატით ვეღარ მოხდება.

დღის ამბები