ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა, თუმცა მათი უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში "მესამე მსოფლიო ომზე" ალაპარაკდა - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"მე მზად ვარ მასთან მოლაპარაკებებისთვის. მე ამისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში ვიყავი მზად. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ამ ომს ბოლოს ვერ მოვუღებთ.
მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ფორმატი უნდა გამოვიყენოთ, ნებისმიერი შანსი, რომ ვიქონიოთ მოლაპარაკების შესაძლებლობა, შესაძლებლობა პუტინთან საუბრის. მაგრამ, თუ ეს მცდელობები წარმატებით არ დასრულდება, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ეს მესამე მსოფლიო ომია," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.