ასობით ადამიანმა გააპროტესტა ევროკავშირის სავაჭრო პარტნიორობა რუსეთთან და ბელარუსთან. აქციის მონაწილეები პოლონეთი-ბელარუსის საზღვართან შეიკრიბნენ.
როგორც პოლონეთის ოფიციალური პირები ამბობენ, აქციის გამო ბელარუსისკენ მიმავალი სატვირთო მანქანების 40 კილომეტრიანი რიგი დგას, რათა სასაზღვრო პუნქტამდე მივიდნენ. აქციის მონაწილეები არიან როგორც პოლონელები, ასევე უკრაინელები. ისინი საზღვარს ორივე მხრიდან უკვე 2 კვირაა კეტავენ.
"ჩვენ აქ ვდგავართ, ვაგრძელებთ ბრძოლას და ვიდგებით ბოლომდე, სანამ ეს ყველაფერი ნამდვილად არ დასრულდება, სანამ ევროკავშირი არ მოგვისმენს, არ გაიგებს, რომ ჩვენ ნამდვილად გვსურს ამ ომის დასრულება. სანამ ევროკავშირი არ დაასრულებს რუსეთთან და ბელარუსთან ვაჭრობას ბავშვებისა და უდანაშაულო ადამიანების დახოცვა გაგრძელდება და ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
"გთხოვთ, გაიგოთ, თუ ეს საქონელი კვლავაც შემოდის ბელარუსში, მაშინ მთელი ფული ჩვენს წინააღმდეგ იმუშავებს. მე არ ვიცი რა ვთქვა. მე შემიძლია მხოლოდ ჩემს თავზე ვისაუბრო. მე აქ ბოლომდე ვიქნები. ჩვენ ველოდებით ევროპას, ველოდებით დახმარებას," - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.