27 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
კიევში საცხოვრებელ კორპუსს უკრაინის საჰაერო ძალების მიერ განეიტრალებული რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა - დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება

კიევის ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელ კორპუსს რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა. ინფორმაციას ადგილიდან "კურიერის" ჟურნალისტი დავით კაკულია გვაწვდის. 

რუსული ძალების მიერ გასროლილი რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს, თუმცა, მისმა ნამსხვრევებმა კორპუსის დაზიანება გამოიწვია. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა, არიან დაშავებულები, თუმცა ეს ინფორმაციაც ამ დროისთვის ზუსტდება.

ამ წუთებში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე რჩებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

 

Open photo

Open photo

დღის ამბები