27 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
"ალტ-ინფოს" მორიგი ოფისის გახსნას ისევ ხმაური მოჰყვა - ახალციხეში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა

"ალტ-ინფოს" მორიგი ოფისის გახსნას ისევ ხმაური მოჰყვა - ახალციხეში, კეცხოველის ქუჩაზე, "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა და "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებმა ერთმანეთი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს. აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის გამოც ქალაქის ცენტრში საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟების გამოძახება გახდა საჭირო.

"ჩვენ ვაპროტესტებთ რუსეთს დღეს, არა რუსეთს. მხარს ვუჭერთ აგრეთვე უკრაინას, დიდი მხარდამჭერები ვართ ქართველი მოსახლეობა და გვინდა გავაგებინოთ ხალხს, რომ არ ვართ რუსეთის გუბერნია," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დღის ამბები