საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიციაზე, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. როგორც ლე იუ-ჩენგმა უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, რომ სანქციების დაწესება "შეშით ცეცხლის ჩაქრობას" ჰგავს და პრობლემის გადაჭრის ნაცვლად ვითარებას აუარესებს.
მისი თქმით, ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ცალმხრივ სანქციებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საფუძველი საერთაშორისო სამართალში და არ არის უფლებამოსილი უშიშროების საბჭოს მიერ.
"ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ცალმხრივ სანქციებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საფუძველი საერთაშორისო სამართალში და არ არის უფლებამოსილი უშიშროების საბჭოს მიერ. ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, რომ პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, სანქციების დაწესება "შეშით ცეცხლის ჩაქრობას" ჰგავს და ვითარებას მხოლოდ აუარესებს. გლობალიზაციას იარაღად იყენებენ და სპორტულ, კულტურულ და სახელოვნებო წრეების საზოგადოების წარმომადგენლებსაც კი არ ინდობენ. სანქციების ბოროტად გამოყენება კატასტროფულ შედეგებს მოიტანს მთელი მსოფლიოსთვის," - განაცხადა ლე იუჩენგმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ზოგიერთ დიდ ქვეყანას არ სურს კონფლიქტებში ჩათრევა, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება და პატარა ქვეყნებს მარიონეტულ ომებში საბრძოლველად იყენებენ.
"პატარა ქვეყნები არ უნდა გამოიყენონ პაიკებად. ზოგიერთ დიდ ქვეყანას არ სურს კონფლიქტებში ჩათრევა და საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება, ამიტომ ისინი პატარა ქვეყნებს კატის თათად აქცევენ
და მარიონეტულ ომებში საბრძოლველადაც კი იყენებენ. შეგიძლიათ დააკვირდეთ იარაღის დილერებს, ბანკირებს და ნავთობის მაგნატებს, რომლებიც ამ ომებიდან სარგებელს ნახულობენ მაშინ, როცა პატარა ქვეყნების მოსახლეობას ომის ჭრილობები რჩება, რომელთა შეხორცებასაც წლები დასჭირდება. ეს არის უაღრესად ამორალური და უპასუხისმგებლო," - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ლე იუჩენგის გამოსვლის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.