27 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
როდის შეწყდება თოვა - მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი უახლოეს დღეებში

საქართველოში უხვი ნალექია - თოვლმა გზებზე პრობლემები შექმნა. სინოპტიკოსების ვარაუდით, ქვეყანაში ამინდი 22 მარტიდან გაუმჯობესდება. 

"დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ველოდებით უმეტესად უნალექო ამინდს. მოიმატებს დღის ტემპერატურა, გვექნება +7-12 გრადუსის ფარგლებში. ღამე ცოტა ყინვა გაძლიერდება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ღამით და დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონებში მოთოვს და იქნება ზოგან ნისლიც. რაც შეეხება ტემპერატურას, დღისით ველოდებით 0 გრადუსს და -5 გრადუსს ყინვას ღამით," - განაცხადა სინოპტიკოსმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 



დღის ამბები