27 ნოემბერი 2024,   20:57
ვრცლად
ძლიერი თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო თბილისში მუნიციპალური ავტობუსების გადაადგილება  შეფერხებულია - მერიის განცხადება

თბილისის მერიის განცხადებით,  უხვმა ნალექმა და დაბალმა ტემპერატურამ დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა. შპს "თბილსერვის ჯგუფი" მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.

"თბილისის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად მუშაობს შესაბამისი ტექნიკა. გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა ცენტრალურ და შიდა გზებზე მიმდინარეობს. სამუშაოებში ასევე ჩართულები არიან დედაქალაქის რაიონული გამგეობები.

ბოლო დღეების განმავლობაში, 4 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა თბილისის ათივე რაიონსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიაში, ახალდაბაში, დიდგორსა და სოფელ თელოვანში.

ინტენსიური თოვის გამო, გზებზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეფერხებით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მუნიციპალური ავტობუსების მომსახურება ამ დროისთვის სრულად არის შეჩერებული შემდეგ მარშრუტებზე:

N4 ბარათაშვილი - წავკისი
N10 ბარათაშვილი -კოჯორი
N29 სადგურის მოედანი - სოფ. თხინვალა
N89 ვაჟა-ფშაველას მე-4 მკრ.( ვეძისი ) - დიდუბე
N90 ბარათაშვილი - ოქროყანა (მთაწმინდა)
N99 მს დელისი - ნუცუბიძის მე-5 მ/რ
N103 ბარათაშვილი - ტაბახმელა
N106 ბარათაშვილი - კიკეთი
N112 ბარათაშვილი - შინდისი
N334 მს დელისი - წყნეთი
N363 სახ. უნივერსიტეტი - სოფ. თხინვალა

ნაწილობრივი შეზღუდვებია და ბოლო გაჩერებამდე ვერ მიდის ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე:

N6 ბარათაშვილი - პოლიტკოვსკაიას ქ.
N18 მს ისანი- პატარა ლილო
N27 სადგურის მოედანი - ვაშლიჯვარი
N47 სადგურის მოედანი - ნუცუბიძე
N88 ბარათაშვილი - ნუცუბიძე
N107 მს დელისი - სოფ ლისი (წოდორეთი)
N301 წმინდა ბარბარეს უბანი - პოლიტკოვსკაიას ქ.
N332 სადგურის მოედანი - ნუცუბიძე

თბილისის მერია თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, ცენტრალურ ქუჩებში იმოძრაონ მხოლოდ ზამთრის საბურავებით აღჭურვილი ავტომანქანებით, ხოლო შემოერთებულ ტერიტორიებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე, მაღალი გამავლობის ავტომანქანების გარდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები