ომის მუსიკა და მუსიკა ომის პარალელურად - უკრაინელები იბრძვიან სიმღერით. მსოფლიო მედია წერს უკრაინელების საოცარ შემართებაზე, რომ ფრონტის წინა ხაზზე, თავშესაფრებში, სანგრებში, დაბომბვის დროსაც კი, ინარჩუნებენ საოცარ მხნეობას და ბრძოლის უნარს. ცნობილი მომღერლები დღეს იარაღებით ხელში ჯარისკაცების გვერდით დგანან. დღეში რამდენჯერმე სრულდება ქვეყნის ეროვნული ჰიმნი, რომელიც თავიდან ბოლომდე გამოხატავს განწყობას და დღეს არსებულ რეალობას - ბრძოლას გამარჯვებისთვის.