27 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
"თუ ომი გაგრძელდება, მსოფლიო ფასები საკვებზე წლის განმავლობაში 40-50%-ით გაიზრდება" - როგორია ეკონომიკური მდგომარეობა უკრაინაში

როგორია ომის ფონზე, უკრაინაში ეკონომიკური მდგომარეობა - ამაზე ერთ-ერთ ინტერვიუში, უკრაინის ეროვნული ბანკის მმართველის მოადგილე სერგეი ნიკოლაიჩუკმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკა, დაახლოებით, 50%-ით დაეცა. 

"უკრაინული საწარმოების 30%-მა მთლიანად შეწყვიტა საქმიანობა, 45%-მა კი, შეამცირა წარმოება. ანუ ეკონომიკა 50%-ზე ოდნავ ნაკლებით დაეცა. 

უკრაინის ეროვნული ბანკის რეზერვები ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ომამდე იყო - ევროკავშირის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარების წყალობით.

თუ ომი გაგრძელდება და უკრაინაში თესვის კამპანია ჩაიშლება, მსოფლიო ფასები მნიშვნელოვან საკვებზე (განსაკუთრებით მარცვლეულზე) წლის განმავლობაში 40-50%-ით გაიზრდება,"- ამბობს უკრაინის ეროვნული ბანკის მმართველის მოადგილე სერგეი ნიკოლაიჩუკი

დღის ამბები