პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ევროკავშირს რუსეთთან ვაჭრობის სრულად შეწყვეტას სთავაზობს. მორავიეცკის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება რუსეთს აიძულებს დაფიქრდეს ომის შეწყვეტაზე.
"მოველით, რომ ევროპელი ლიდერები გამოფხიზლდებიან და ისინი ევროსაბჭოს მომდევნო სხდომაზე შეძლებენ სანქციების ახალი პაკეტის მიღებას. ჩვენ ვთავაზობთ ამ სანქციების პაკეტს უმოკლეს დროში დაემატოს სავაჭრო ბლოკადა. ეს გულისხმობს პორტებში რუსული დროშის ქვეშ გემების შესვლის აკრძალვას, ასევე სახმელეთო ვაჭრობის აკრძალვას,"-აცხადებს მატეუშ მორავეცკი.